
ECHOS OF BATUMI
Neoclassical interior within a historic structure
2020
ECHOS OF BATUMI
proeqti, romelic მდებარეობს baTumSi, ისტორიულ შენობაში, რომლის არქიტექტურული ხასიათი პროექტის მთავარი შთაგონება გახდა. ინტერიერის შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის ავთენტურ ელემენტებს — შენარჩუნდა გუმბათური ტიპის ვიტრაჟები, რომლებიც სივრცის იდენტობას განსაზღვრავს და მას უნიკალურ ატმოსფეროს ანიჭებს.
ტექნიკური მახასიათებლები
საქართველო, ბათუმი
150 მ2
2020 წელი
შესრულებული სერვისები
ინტერიერის პროექტირება
პროექტის მართვა
პროდუქციის მიწოდება
რენდერების გალერეა
ECHOS OF BATUMI
პროექტის მიზანი იყო ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების ჰარმონიული შერწყმა. ინტერიერში გათვალისწინებულია შენობის ისტორიული კონტექსტი, ხოლო სივრცეები ადაპტირებულია თანამედროვე ფუნქციურ საჭიროებებზე — კომფორტზე, პრაქტიკულობაზე და ყოველდღიურ გამოცდილებაზე.
დიზაინი შესრულებულია ნეოკლასიკურ სტილში, სადაც კლასიკური პროპორციები, დეტალები და მასალები თანამედროვე ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი. შედეგად შეიქმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ისტორიის ხმას და პასუხობს თანამედროვე ცხოვრების რიტმს.




















